skip to content
ახალი ამბები

4 ეგზიტპოლის მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები

საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანიებმა „იმედმა“, „მთავარმა არხმა“, „რუსთავი 2“-მა და „ფორმულამ“ მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები გამოაქვეყნეს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების – 55% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ 23%, ევროპულმა საქართველომ 3%, ლელომ 3%, პატრიოტთა ალიანსმა 3%, სტრატეგია აღმაშენებელმა 3%, გირჩმა 3%, ლეიბორისტულმა პარტიამ 1%, ერთიანმა საქართველომ 1%, მოქალაქეებმა 1%, სხვა პარტიებმა 4%.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 41% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ 33%, ევროპულმა საქართველომ 5%, ლელომ 4%, სტრატეგია აღმაშენებელმა 3%, გირჩმა 3%, ლეიბორისტულმა პარტიამ 2%, პატრიოტთა ალიანსმა 2%, მოქალაქეებმა 1%, ერთიანმა საქართველომ 1%, სხვა პარტიებმა 5%. „მთავარი არხის“ ცნობით, მონაცემები 17:00 საათის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახვს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 51.36% მიიღო, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ 25.38%, ევროპულმა საქართველომ 4.2%, გირჩმა 3.65%, ლელომ 2.94%, სტრატეგია აღმაშენებელმა 2.47%, პატრიოტთა ალიანსმა 2.36%, ლეიბორისტულმა პარტიამ 1.23%, მოქალაქეებმა 1.11%, 1% სხვა პარტიებმა. ტელეკომპანიის ცნობით, მონაცემები 20:00 საათის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.

„ფორმულას“ ეგზიტპოლებით კი, ქართულმა ოცნებამ 46% მიიღო, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ 28%, ევროპულმა საქართველომ 5%, გირჩმა 3%, ლელომ 3%, სტრატეგია აღმაშენებელმა 2%, პატრიოტთა ალიანსმა 2%,  ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1%, ლეიბორისტული პარტია – 1%. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 60%-მა პასუხზე უარი თქვა და მონაცემები 20:00 საათის ვითარებას ასახავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button