ახალი ამბები

საკონსტიტუციო: ქალების 25%-იანი კვოტა და სრულად ქალებით დაკომპლექტებული სია კონსტიტუციურია 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 25 სექტემბერის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ცენტრი გირჩის სარჩელი არ დააკმაყოფილა და პარლამენტის პროპორციულ პარტიულ სიებში ქალების 25%-იანი კვოტები ძალაში დატოვა, ასევე მხარი დაუჭირა პარტიულ სიებს მხოლოდ ქალების შემადგენლობით.

მოსარჩელე მხარე საარჩევნო კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ 2 ივლისს მიღებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა, რომლის თანახმადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარსადგენი პარტიული სიის ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

მოსარჩელე მხარის თქმით, გირჩსა და მის ამომრჩეველს ეზღუდებათ როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლება. „სადავო ნორმით იზღუდება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასიური საარჩევნო უფლება, არამედ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა და პარტნიორთა უფლება, პარტიული სია დააკომპლექტონ საკუთარი სურვილის შესაბამისად, რაც, საბოლოო ჯამში, პარტიის სრულფასოვან ფუნქციონირებასაც საფრთხეს უქმნის“, – აცხადებენ მოსარჩელეები.

სასამართლოს არგუმენტაციით, ქალთა კვოტების მექანიზმი დემოკრატიულ პრინციპს შეესაბამება და ის რაიმე კონკრეტული მსოფლმხედველობის თავზე მოხვევის, ან გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის პრიორიტეტის მინიჭების მცდელობას არ წარმოადგენს.

სასამართლომ საკუთარი არგუმენტები პარლამენტის ფაქტობრივი შემადგენლობით და იმ ხელოვნური ბარიერებით ახსნა, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები ქალები დგანან და განაცხადა, რომ კვოტების ლეგიტიმური მიზანი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.  ამ კონტექსტში, სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს    აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ სპეციალური ზომები მიიღოს სქესობრივი უთანასწრორობის აღმოსაფხვრელად.

ხაზი გაუსვა რა ქალთა არასაკმარის წარმომადგენლობას პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო რეგულაცია ყველაზე ეფექტური მექანიზმია მიზნის მისაღწევად, ვინაიდან ალტერნატიული, შესასრულებლად არასავალდებულო საშუალებები ნაკლებად ეფექტური გამოდგა.

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და განაცხადა, რომ ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც, „პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი“, არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული როგორც არგუმენტი მამაკაცების კვოტების შემოღებისთვის. მიიჩნია რა მამაკაცების კვოტები არაკონსტიტუციურად, სასამართლომ განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე ლოგიკურ მიზანს, თუ რატომ უნდა შეიზღუდოს სრულად ქალებით დაკომპლექტებული საარჩევნო სიები.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მოსამართლე ევა გოცირიძემ სრულად განსხვავებული აზრი დააფიქსირა. ორმა მოსამართლემ – ირინე იმერლიშვილმა და თეიმურაზ ტუღუშმა კი – განსხვავებული აზრი მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქთან მიმართებით დააფიქსირეს, რომლის საფუძველზეც არსებულ კანონმდებლობაში ქალთა კვოტების ნორმატიული შინაარსი ძალაში დარჩა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button