skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: 2020 წლის მეორე კვარტალში მშპ 12.3%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.3%-ით შემცირდა.

2020 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო დეფლატორი 6.3%-ით გაიზარდა. 

საქსტატის ინფორმაციით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 13.2%;  მშენებლობა – 24.5%; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები – 40%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 22.6%; დამამუშავებელი მრეწველობა – 12.1%; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 28.8%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 15.5%; ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 54.7%; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 24.1%.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 14.3%; განათლება – 11.7%; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 4.7%; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 6.4%.

2020 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებული მონაცემები 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button