skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში მოსახვედრად 66 პარტია იბრძოლებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 66 პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს, 12 პარტიას კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის პროცესი 4 სექტემბერს დასრულდა. შემდეგ ეტაპზე პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარტიული სიები უნდა წარუდგინონ.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტიას/საარჩევნო ბლოკს შეუძლია თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა დაასახელოს.

ქვემოთ მოცემულია იმ 66 პარტიის სია, რომელთაც რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს:

  1. ზვიადის გზა“, თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილი
  2. სოციალური სამართლიანობისათვის“, თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე
  3. საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“, თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი
  4. საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი
  5. სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“, თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი
  6. კანონი და სამართალი“, თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი
  7. პოლიტიკური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველო“, თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი
  8. ახალი ძალა“, თავმჯდომარე ლაზარე ზაქარიაძე
  9. თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური
  10. რეფორმატორები“, თავმჯდომარე დავით მიროტაძე
  11. ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“,  თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
  12. სახალხო პარტია“, თავმჯდომარე ივანე (მამუკა) გიორგაძე
  13. ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“, თავმჯდომარე გაიოზ მამალაძე
  14. ქართული დასი“, თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია ) პარტია
  15. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“, თავმჯდომარე ირაკლი კობრავა
  16. ქართული ფესვები“, თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი
  17. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“, თავმჯდომარე ავთანდილ ველთაური
  18. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, თავმჯდომარე გია ბერძენიძე
  19. შეცვალე საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე
  20. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა
  21. ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე
  22. ტრიბუნა“, თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე
  23. საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, თავმჯდომარე პაატა დავითაია
  24. თეთრები“, თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი
  25. საქართველოს კონსერვატიული პარტია“, თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური
  26. მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“, თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე
  27. სამართლიანობისთვის“, თავმჯდომარე ეკა ბესელია
  28. არჩევანი სამშობლოსათვის“, თავმჯდომარე ლელა გულედანი
  29. საქართველოს მწვანეთა პარტია“, თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე
  30. ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
  31. ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“, თავმჯდომარე დავით შუკაკიძე
  32. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა
  33. მემარცხენე ალიანსი“, თავმჯდომარეები იოსებ შატბერაშვილი და კახაბერ ძაგანია
  34. მომავალი საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე
  35. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, თავმჯდომარე შოთა მალაშხია
  36. ლელო საქართველოსთვის“, თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
  37. ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი
  38. ქართული არჩევანი“, თავმჯდომარე ბეჟან გუნავა
  39. თავისუფალი საქართველო“, თავმჯდომარე კახა კუკავა
  40. გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე
  41. რეფორმერი“, თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი
  42. ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, თავმჯდომარე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი
  43. საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“, თავმჯდომარე ირაკლი ნაცვლიშვილი
  44. თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე
  45. ქართული იდეა“, თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა
  46. ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“, თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე
  47. პროგრესული საქართველო“, თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე
  48. პროგრესი და თავისუფლება“, თავმჯდომარე ნიკოლოზ გვრიტიშვილი
  49. საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი
  50. მშრომელთა სოციალისტური პარტია“, თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი
  51. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ბაჩუკი ქარდავა
  52. თავისუფალი დემოკრატები“, თავმჯდომარის მ/შ  თამარ კეკენაძე
  53. საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, თავმჯდომარე შორენა გარდაფხაძე
  54. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე
  55. იბერიელთა ერთობა“, თავმჯდომარე გიორგი წიპტაური
  56. ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე
  57. ევროატლანტიკური ვექტორი“, თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე
  58. სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“, თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი
  59. საქართველოს განვითარების პარტია“, თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე
  60. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, თავმჯდომარე აკაკი ასათიანი
  61. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თავმჯდომარე დავით თარხანმოურავი, გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი
  62. ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე
  63. ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, გენერალური მდივანი გიორგი უგულავა
  64. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე
  65. საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე
  66. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button