Newsახალი ამბები

კონგრესმენი საქართველოში წინასაარჩევნო ანტი-თურქულ განცხადებებს რუსეთთან აკავშირებს

3 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წუხილი გამოთქვა იმ „გავრცელებული ცალსახად მცდარი ინფორმაციის გამო, თითქოს აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება“.  

რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ანტი-თურქული დისკურსის გავრცელება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების  „არალეგალური ოკუპაციისთვის ბრალის აცილების მცდელობა“ და  „მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში ეფექტურად ჩარევის საშუალებაა“. 

კონგრესმენი მიიჩნევს, რომ „თურქეთი საქართველოსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია“ და რომ აჭარის საფრთხის ქვეშ ყოფნის მტკიცება „აბსურდულია“.  

კინზინგერი ასევე მოუწოდებს „ყველა პარტიას, რომ გამჭვირვალედ იმოქმედონ ყველა ტიპის უცხოური ფინანსური მხარდამჭერის შესახებ და მოერიდონ პროვოკაციულ და საშიშ რიტორიკას“.  

 „მსოფლიო უყურებს როგორ დგამს საქართველო დემოკრატიისკენ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ მათი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდდამხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანზე დაფუძნებული“, ამბობს კონგრესმენი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button