ახალი ამბები

საქსტატი: ივლისში ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.5%-ით შემცირდა.

„2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა“, – აცხადებენ საქსტატში.

ამავე ინფორმაციით, 2020 წლის პირველ შვიდ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.8%-ით შემცირდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7.7%-ით, მაისში 13.5%-ით, აპრილში 16.6%-ით და მარტში 2.7%-ით შემცირდა. თებერვალსა და იანვარში კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 2.2% და 5.1%-ით გაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button