Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: მაისში მშპ 13.5%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5% შეადგინა.

„2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში“, – განაცხადა „საქსტატმა“.

ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 %-ია.

აპრილსა და მარტში შესაბამისი მაჩვენებელი -16.6% და -2.7% იყო,  თებერვალსა და იანვარში კი 2.2%-იანი და 5.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წაიკითხეთ ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button