Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურამ მულახში მომხდარ მკვლელობაზე ბრალი ერთ პირს წარუდგინა 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მესტიის რაიონის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებს შორის 20 აპრილს მომხდარ ინციდენტზე, რის შედეგადაც, სასაზღვრო პუნქტის ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, უწყებამ ბრალი ერთ პირს (ბ.ნ-ს) წარუდგინა. ბრალდებული საგამოძიებო ორგანოს დღეს საკუთარი ნებით  ჩაბარდა.

პროკურატურის მიერ 23 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, სოფელ მულახში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის  თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

უწყებისვე განმარტებით, პროკურტურა კანონით დადგენილ ვადებში სასამართლოს დაკავებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button