skip to content
ახალი ამბები

საქართველო კიბერსაფრთხის შესახებ ინფორმაციის გაზიარების ნატოს პლატფორმას შეუერთდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო დამაზიანებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების პლატფორმას შეუერთდა.

დამაზიანებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების პლატფორმა საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაზიარების ინიციატივაა, რომელიც ნატოს ეგიდით ფუნქციონირებს და ევროკავშირის მიერაა თანადაფინანსებული. პლატფორმის მიზანია გააფართოვოს თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ამგვარი ინციდენტების გამოვლენისა და კონტრზომების დაგეგმვის გზით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი ინფორმაცის გაზიარება გააძლიერებს ბიუროს შესაძლებლობას, რომ ეფექტური კიბერუსაფრთხოება უზრუნველყოს“.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში მომხდარი „ფართომასშტაბიანი“ კიბერშეტევა „დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაუყონებლივ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა. „„გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩომ.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული კობერშეტევა ასევე დაგმო ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა და შვედეთმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button