
ახალი ამბები
„ბერლინში კონსულტაციების“ შემდეგ გერმანიის ელჩი თბილისში დაბრუნდა
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ბელინმა ის კონსულტაციებისთვის გაიწვია, რის მიზეზადაც ქართველი ლიდერების მიერ ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად ელჩის საწინააღმდეგო აგიტაცია დაასახელა.
„გერმანიის ელჩი თბილისში დღეს საქართველოში დაბრუნდა ბერლინში კონსულტაციების შემდეგ. ის გააგრძელებს თავის თავდადებულ საქმიანობას იქ ჩვენი სრული მხარდაჭერით“, – დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე 6 ნოემბერს.
This post is also available in: English
