ახალი ამბები

სუს-მა „ქრთამის აღების ფაქტზე“ ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

Tags

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ „ქრთამის აღების ფაქტზე“ ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ 29 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით 200 000 ლარი მოსთხოვა და მას წინასწარ 20 000 ლარი გამოართვა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

სუს-ისვე განმარტებით, გამოძებით ასევე დადგინდა, რომ ბორჯომის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა და მას ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გამოძიება „დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე“ მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს, 7-დან 11 წლამდე, 11-დან 15 წლამდე და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button