ახალი ამბები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც 21-24 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, განაცხადა, რომ მის ქვეყანას მიაჩნია, რომ ნატოს გაფართოება ესაჭიროება. მანვე ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

23 იანვარს თემატურ განხილვაზე – „ნატოს მომავალი“ – საუბრისას, ჩავუშოღლუმ განაცხადა: „არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან რატომ არ ავამოქმედეთ [წევრობის] სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც თურქეთს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „შედარებით უკეთესი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, როგორც მეზობელთან“, მისი „დასავლელი მეგობრები არ იწვევენ ან არ თანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე იმ საბაბით, რომ რუსეთის პროვოცირება არ უნდა მოვახდინოთ“.

„მაგრამ საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენც გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ „საქართველოც უნდა გახდეს ნატოს წევრი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button