skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები საკონსტიტიცუციო ცვლილებათა ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ

17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურებიან და დღევანდელ გადაწყვეტილებაზე „სრულ პასუხისმგებლობას“ ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.

„[ბიძინა ივანიშვილი] საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძბელობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ 14 ნოემნერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა „რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება“, არამედ „მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო. არასათავრობოები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ჩაგდება „ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს“.

არასამთავრობოების განმარტებით, ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, ძველი საარჩევნო სისტემით ვადმდელი არჩევნების ჩატარებისა და „ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით“, ხელისუფლება ამ მღელვარებას „ხელოვნურად წარმოშობდა“.

„მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს“, – აცხადებენ უფლებადამცველები.

საქართველოს პარლამენტმა ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი 101 ხმით სამის წინააღმდეგ პირველივე მოსმენაზე ჩააგდო. კანონპროექტს მხარი საპარლამენტო ოპოზიციის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა (44 დეპუტატი), საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ ხმა ოცნების მხოლოდ 57-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. კანონპროექტის მისაღებად დეპუტატის 113 ხმა იყო საჭირო.

ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ჩაგდებას საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა მოჰყვა. საპარალამენტო უმრავლესობა ოცნების რვა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის არის პარლამენტის აწ უკვე ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button