Placeholder canvas
დაუჯგუფებელი

თამარ არველაძე

აქციის თანაორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი

„პროტესტი დაიწყო ანტისაოკუპაციო მანიფესტაციის დარბევით და ამ აქციაზე შეკრებილნი არიან ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს ასე ვერ დატოვებენ.

ჩვენ წარმოვადგენთ თვითორგანიზებულ სამოქალაქო გაერთიანებებს – „რუსეთი ოკუპანტია“, „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“ – ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენით, მხარდამჭერების დახმარებით.

არ ვაპირებთ დაშლას, სანამ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენი აქციები იქნება პერმანენტული და მანამდე შევაწუხებთ ხელისუფლებას, ვიდრე ამ მიხვდება, რომ ხალხი არ ეგუება ოკუპაციას. ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ოკუპაციას და იმ ხელისუფლებას, რომელიც შეეგუება ოკუპაციას“.

მსგავსი/Related

Back to top button