skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის წინ აქციის მეოთხე დღე დასრულდა

პარლამენტის წინ აქცია დღეს ზუსტად შვიდ ისევ საათზე განახლდა. უკვე მეოთხე დღეა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები საქართველოში რუსი დეპუტატის ვიზიტს და ხელისულების ქმედებებს აპროტესტებენ.

უცვლელია აქციის მონაწილეების მოთხოვნები. ისინი 20-21 ივნისს თბილისში აქციის ძალისმიერ დარბევაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას და მის გადადგომას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის კვლავ რჩება დაკავებულების გათავისუფლება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების უკვე პროპორციული წესით ჩატარება.

აქციის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანი და დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

დღეს დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის, ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის ორი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ხელისუფლება დღეს ღამით, ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის „ძალადობრივი აღების“ გეგმა აქვს.

ნიკა გვარამიას ბრალდებებს, ასევე საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს ქართულ ოცნებაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გვარამიას განცხადებას „სრული აბსურდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ საქართვლოში საფრთხე არცერთ მედიას ემუქრება. იგივე გაიმეორა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი საფრთხეები არ არსებობს.

ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, მათ შორის, სპეც დანიშნულების რაზმები. პოლიცია იყო მობილიზუბული ქართული ოცნების ოფისთან გუშინაც, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ოცნების ოფისთან გადაინაცვლეს და საკუთარი მოთხოვნები იქ კიდევ ერთხელ გააჟღერეს.


დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილები შეძახილებით „წადი“ მსვლელობით მთავრობის ადმინისტარციისკენ გაემართნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერეს და აღნიშნეს რომ მათი აქ მოსვლის მიზეზი მთავრობისთვის „ახალგაზრდობის მშვიდობიანი ხმის“ გაგონება იყო. ამასთან, ისინი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობდნენ, რომ აქცია მშვიდობიანია.

მათვე კანცელარიის შენობასთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც დაახლოებით 6 საათიანი აქცია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადეს და განმარტეს, რომ ხვალ პარლამენტის წინ ისევ ზუსტად შვიდ საათზე შეიკრიბებიან. „ხვალ ყველა ერთად სამსახურში – პარლამენტის შენობასთან“, – მოუწოდეს მათ ერთმანეთს და საზოგადოებას.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა, ხვალ, დღის 2 საათზე ერთგვარი აქცია-პერფორმანსი დაგეგმეს. რესპუბლიკის მოედნიდან შსს-მდე ავტომობილების კოლონა სიგნალით გაემართება. მათ კი, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, ღონისძიებას ვერ შეუერთდებიან, აქციის ორგანიზატორებმა ზუსტად ორ საათზე ავტომობილის გაჩერება და ერთი წუთის განმავლობაში გაბმული სიგნალისკენ მოუწოდეს.

საპროტესტო აქცია ბელგიაში, ფოტო: ხატია ოზაშვილი

დღესვე, თბილისის აქციებს სოლიდარობა რეგიონებიდან და უცხოეთიდან გამოუცხადეს. საპროტესტო აქციები, ესპანეთსა და ბელგიაშიც გაიმართა.

ასევე ნახეთ:

23/06/2019 – მმართველ გუნდში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აფასებენ;

23/06/2019 – საქართველოში ჩამოსული რუსები პუტინის ბრძანებას უგულებელყოფენ;

23/06/2019 – შსს დემონსტარნტებს აფრთხილებს, აქციის ორგანიზატორები კი, პროვოკაციებზე საუბრობენ;

21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;

21/06/2019 – პუტინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას კრძალავს და ტურისტების გაყვანის დავალებას იძლევა;

21/06/2019 – საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა;

21/06/2019 – „ნუ გვესვრი!“ – ჟურნალისტების პროტესტი თბილისსა და რეგიონებში;

21/06/2019 – შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილეა დაკავებული;

21/06/2019 – არასამთავრობოები: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა;

21/06/2019 – ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს;

21/06/2019 – ჯანდაცვის სამინისტრო: საპროტესტო აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა;

20/06/2019 – პოლიციამ აქცია ცრემლსადენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალა;

20/06/2019 – არასამთავრობოები ხელისუფლებისგან პრორუსული ძალების „ფორსირებულ შეტევაზე“ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ;

20/06/2019 – „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან;

20/06/2019 – პარლამენტში რუსი დეპუტატის ქმედებას მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button