ახალი ამბები

საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 21-22 აპრილს ლისაბონს სტუმრობდა, თავის კოლეგას აუგუშტუ სანტუშ სილვას შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტუგალიის მხარემ საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მიგრაციის რეგულირების გარდა, ეს ქართველ კვალიფიციურ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, რომ სამუშაო საზღვარგარეთ იშოვონ და უნარები გაიღრმავონ.

შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რის შემდეგაც, ორმა მინისტრმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

თავის გამოსვლაში, აუგუშტუ სანტუშ სილვამ აღნიშნა, რომ საქართველო და პორტუგალია „მეგობარი ქვეყნები“ არიან და რომ მათ „დიპლომატიური და პოლიტიკური თვალსაზრისით შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ“. „ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა მან.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თავის მხრივ, მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას „მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები აქვს, ასევე სამაგალითო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე“.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული ევროპის მიმართ საერთო ხედვა აქვს და „ამ კუთხით, პორტუგალია საქართველოს სანდო პარტნიორია საერთაშორისო არენაზე“.

გუშინ, დავით ზალკალიანი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანს ფრანსისკო რიბეირო ტელესს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button