ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-მარტში

„საქსტატის“ მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდა და 826 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 4.7%-ით შემცირდა და თითქმის 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით შემცირდა და 698.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 196 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით ნაკლებია. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი 17.8%-ით შემცირდა და 502.2 მლნ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 2.4%-ით გაიზარდა და 992.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 37.4%-ით გაიზარდა და 416.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.5%-ით შემცირდა და 576.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, 373.3 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა 327 მლნ, 272.5 მლნ, 257.1 მლნ და 136.7 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: სომხეთი – 135.2 მილიონი აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 134.4 მილიონი აშშ დოლარით; გერმანია – 105.5 მილიონი აშშ დოლარით; ბულგარეთი – 97.7 მილიონი აშშ დოლარით; რუმინეთი – 90.8 მილიონი აშშ დოლარით.

135.4 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი და უკრაინა და 84.9 მლნ, 68.1 მლნ, 63.1 მლნ და 62.3 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და აშშ 316 მლნ, 221.8 მლნ, 191.7 მლნ, 187.6 მლნ და 94 მლნ აშშ დოლარით.


2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 135.6 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 99.1 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 95.6 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 52.4 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 49 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 35.4 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 29.8 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 26 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 20.3 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 16.6 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 266.4 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 150.4 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: ნავთობის აირები – 131.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 120.2 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 119 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 89.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 39 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 23 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 22.8 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 22.4 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტები – 16.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button