ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინელ კოლეგას შეხვდა

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 17-23 მარტს ლათინური ამერიკის ქვეყნებს სტუმრობს, გუშინ თავის არგენტინელ კოლეგას, ხორხე ფორის შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

ზალკალიანის თქმით, მინისტრებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. „ძალიან მოწადინებულია არგენტინული მხარე, რომ აქტიურად გამოიყენოს ჩვენი შესაძლებლობები რეგიონში წვდომის კუთხით და ჩვენც, რა თქმა უნდა, მომავალში ამას ძალიან შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ზალკალიანმა და ფორიმ ლათინურ ამერიკაში არსებული ვითარება, ვენესუელაში განვითარებული მოვლენები და ამ კუთხით საქართველოს პოზიციაც განიხილეს.

ბუენოს-აირესში ზალკალიანი არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ემილიო მონსოს და ტურიზმის მინისტრს გუსტავო სანტოსსაც შეხვდა.

20 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მაღალი დონის „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის ფარგლებში, ზალკალიანი თავის ბანგლადეშელ, ეკვადორელ და მოზამბიკელ კოლეგებსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button