ახალი ამბები

ზალკალიანი დანიაში ვიზიტით სკანდინავიურ ტურნეს ასრულებს

Tags

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სკანდინავიის ქვეყნებში დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში 14-15 ნოემბერს დანიას სტუმრობდა. გუშინ ის თავის დანიელ კოლეგას ანდერს სამუელსენს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის „სამაგალითო ურთიერთობები“ განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუელსენმა და ზალკალიანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ქვეყნის როლი ნატოს სამშვიდობო მისიებში და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს. მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებაც გაცვალეს შეხედულებები.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს, რა დროსაც სამუელსენმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვა დაგმო.

დანიაში დავით ზალკალიანი თავდაცვის, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებიდან დანიელ დეპუტატებსაც შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხედრო კვლევების ცენტრში ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სკანდინავიის ქვეყნებს 11-15 ნოემბერს სტუმრობდა. 12 ნოემბერს ვიზიტით ის ფინეთში, ხოლო 13 ნოემბერს ნორვეგიაში იმყოფებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button