ილია დარჩიაშვილი ბრაზილიას სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 1 აპრილიდან ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიას სტუმრობს, სადაც უკვე შეხვდა თავის კოლეგას, მაურო ვიეირას.
შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის დროს, მხარეები მიესალმნენ მრავალწლიანი პაუზის შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრაზილიაში ვიზიტს, რომელიც „განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებისა და ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონალური როლის გათვალისწინებით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ბრაზილიასთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ კონტექსტში. მინისტრებმა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ საქართველოს გზა განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა შორის არსებულ ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნის მნიშვნელობას და მისი ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან ხელი შეუწყონ რეგულარულ კავშირებს ბიზნესწრეებს შორის და სავაჭრო მისიათა ვიზიტების გაცვლას.
ამავე ინფორმაციით, აღინიშნა საქართველოს ტრადიციულად აქტიური თანამშრომლობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან და ოფიციალური თბილისის ჩართულობა სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა რეგიონალურ ფორმატში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიურობას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში, სადაც საქართველო ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება.
I'm excited to be visiting the wonderful country of Brazil, marking the first high-level visit between our countries in a decade!
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 1, 2024
Along with my colleague Mauro Vieira, I once again highlighted that ?? considers ?? as a significant partner and friend in the region and welcomed… pic.twitter.com/UgTp9eBZhF
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 28/03/2024 – ილია დარჩიაშვილი არგენტინას სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)