არჩევნები 2018ახალი ამბები

დიდ ქალაქებსა და საზღვარგარეთ განთავსებულ უბნებში არჩევნები ვაშაძემ მოიგო

Tags

3 705 უბნის დათვლის შედეგებმა აჩვენა, რომ მეორე ტურში ერთმანეთს ორი ძირითადი კონკურენტი – მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხმების 38.64 % (615 624) 37.74 %-ით (601 188) დაუპირისპირდებიან.

ხმების დათვლის დეტალური მონაცემები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, აჩვენებს, რომ გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს საქართველოს დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ განთავსებულ უბნებზე იგებს.

ვაშაძემ ხმების უმრავლესობა მოიპოვა თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის, ქუთაისში 46.99 % (29 585), რუსთავში 47.14 % (21 775), ფოთში 39.82 % (6 775) და ბათუმში 44.82 % (27,676).

მას ასევე მაღალი მხარდაჭერა აქვს თელავში 50.12 % (14 341), მცხეთაში 41.34 % (8 939), გორში 42.5 % (20 994) და ზუგდიდში 49.42 % (23 526).

სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, რუსთავში, ფოთში და ბათუმში ხმების 28.68 % (18 058), 24.34 % (11 242), 34.11 % (5 803) და 33.88 % (20 919) მიიღო.

მან მეორე ადგილი დაიკავა თელავში 32.79 % (9 383), მცხეთაში 36.34 % (7 856), გორში 34.61 % (17 099) და ზუგდიდში 33.88 % (16 129).

თბილისის ათ ოლქში ვაშაძემ და ზურაბიშვილმა 153 202 და 149 044 ხმა მოიპოვეს.

საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმების 52.27 %-ით (2 861) გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. შემდეგ მოდის სალომე ზურაბიშვილი ხმების 22.49 %-ით (1 231), ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე ხმების 6.92 %-ით (379), გირჩის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ხმების 5.7 %-ით (312) და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი დავით უსუფაშვილი ხმების 4.92 %-ით (269).

ცესკოს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 3 518 890 პოტენციური ამომრჩევლიდან 1 637 956 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.74%-ია. საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ 14 808 პოტენციურ ამომრჩეველს 44 ქვეყანაში გახსნილი 59 საარჩევნო უბანი მოემსახურა. კიდევ ორი საარჩევნო უბანი ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის გაიხსნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button