ახალი ამბები

მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა არჩევნების თაობაზე კონსულტაცია გამართეს

Tags

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად კი, შენების მოძრაობის ლიდერს დავით უსუფაშვილს შორის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 19 ივლისს შეხვედრა შედგა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

უსუფაშვილის თქმით, ის შეხვედრის შემდეგ, „ზომიერად ოპტიმისტურად“ არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ „ძალების გაერთიანებას“ შეძლებენ, თუმცა დასძინა, რომ საკითხი ჯერ „გადაწყვეტილი“ არ არის და გიორგი მარგველაშვილი შეთავაზებაზე გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, იგი მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, მისი მხარდაჭერის მიზნით, შესაძლოა, უსუფაშვილმა საკუთარი კანდიდატურა აღარ წარადგინოს.

დავით უსუფაშვილმა თანამშრომლობა პრეზიდენტს 5 ივლისს გაგზავნილი ღია წერილით შესთავაზა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში „ვითარება რთულია“ და გამოსავალი არსებობს, „თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას“.

2012 წლის საპარალამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, დავით უსუფაშვილი, რომელიც მაშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ხოლო გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრად დაინიშნა, 2013 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებში კი, ის მოსახლეობის 62,12 % – იანი მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button