მთავარი / მულტიმედია / ფოტოგალერეა / აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

აქცია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

თეთრი ხმაურის მოძრაობამ, რომელიც, როგორც ის აცხადებს, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, 17 ივნისს აქცია გამართა და ნარკოტიკების მოხმარების და მცირე რაოდენობით ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, რაც, სავარაუდოდ, ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იყო საქართველოში, რომელიც ამ თემას მიეძღვნა.  

საპროტესტო აქცია 56 წლის ქუთაისელი ტაქსის მძღოლის ლევან აბზიანიძის წლისთავს დაემთხვა; ის პოლიციამ დააკავა და ნარკოტესტი ჩაუტარა. დაკავების დროს, მას სავარაუდოდ, შარდმდენი წამლები მისცეს. აბზიანიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. თუმცა, გათავისუფლებიდან ცოტა ხანში ის გარდაიცვალა. მისი ოჯახი და კამპანიის მონაწილეები სწორედ შარდმდენ წამლებს აბრალებენ აბზიანიძის გარდაცვალებას. მართალია გამოძიება დაიწყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთი წლის თავზე აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზების შესახებ ოფიციალური დასკვნა ჯერ კიდევ არ არსებობს. „ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ“ – ეწერა ერთ–ერთ პლაკატზე, რომელიც 17 ივნისის აქციის მონაწილეებს ეკავათ. 

This post is also available in: რუსული

About Civil.ge

This is a product produced by Civil.ge team, delivering news and commentary on Georgia since 2001.