ფოტოგალერეა

საპროტესტო აქცია, 22 მაისი

22 მაისი სახალხო კრების მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქციების მეორე დღე იყო. 22 მაისს ორ მთავარ მოვლენას ჰქონდა ადგილი – ერთი, როდესაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო მეორე იყო ქართული პარტიის გადაწყვეტილება შეერთებოდა საპროტესტო აქციას. ამ პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებამ, რასაც თან ახლდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ 25 მაისს იგი საქართველოში ჩამოვიდოდა და ეს დღე სააკაშვილის რეჟიმის ბოლო დღე გახდებოდა, ახალი იმპულსი შესძინა საპროტესტო აქციას; თუმცა, 22 მაისს ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა აქციაზე, ვიდრე პირველ დღეს.

მსგავსი/Related

Back to top button