skip to content
ახალი ამბები

ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 12 საათისთვის საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 567 699-ია, რაც  რეგისტრირებული ამომრჩევლების 16.5%-ს შეადგენს.

12 საათისთვის, რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბნების გახსნიდან ოთხი საათის განმავლობაში რეგისტრირებული ამომრჩევლის 27.9% მივიდა. შემდეგ მოდის გურია – 22.9%, სამცხე-ჯავახეთი – 20.3% , სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18.1%, იმერეთი 17.3 %, კახეთი – 16.7%, მცხეთა-მთიანეთი – 16.2%, აჭარა – 16% და ქვემო ქართლი 15.9%.

12 საათისთვის, აქტივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 13.9% მივიდა.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 14.8%-ია. თბილისის საარჩევნო ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა ნაძალადევის და დიდუბის ოლქებში დაფიქსირდა, სადაც თანაბრად, ამომრჩეველთა 15.5% მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა ისანშია, სადაც ხმა ამომრჩეველთა 13.2%-მა მისცა.

მსგავსი/Related

Back to top button