ახალი ამბები

ბურჭულაძის პარტია საარჩევნო ბლოკის ფორმირებაზე კონსულტაციებს მართავს

ორი კვირის წინ შექმნილმა საარჩევნო ბლოკმა „ახალი არჩევანი“, რომელიც პარტიებს "გირჩს", "ახალ საქართველოსა" და "ახალ მემარჯვენეებს" აერთიანებს, პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ და მის ლიდერს პაატა ბურჭულაძეს ძალების გაერთიანება შესთავაზა, რათა ის პროდასავლური პოლიტიკური ძალების უფრო ფართო გაერთიანებას წარუძღვეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„სახელმწიფო ხალხისთვის", რომელიც ბურჭულაძემ ოფიციალურად მაისში დააფუძნა, მიესალმა ამ შეთავაზებას.

განცხადებების ამ საჯარო ურთიერთგაცვლას, მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს მხარეებს შორის საკონსულტაციო შეხვედრა მოჰყვა. 

კანონმდებლობა პარტიებს მოახლოებული არჩევნებისთვის  ბლოკების შესაქმნელად განაცხადის გაკეთებისთვის ვადას 26 აგვისტომდე აძლევს.

„სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა „TV პირველს“ განუცხადა, რომ გაერთიანების შეთავაზება „სასიამოვნო სიურპრიზი“ იყო მათთვის. თუმცა ხმები ბლოკ „ახალ არჩევანსა“ და ბურჭულაძის პარტიას შორის მოლაპარაკებების თაობაზე ჯერ კიდევ მანამ გავრცელდა, სანამ "გირჩი", "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" ამ წინადადებით მიმართავდნენ ბურჭულაძის პარტიას სატელევიზიო განცხადების ფორმით ოთხშაბათს საღამოს.

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი" და "ახალმა საქართველომ", რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა წევრებმა შექმნეს, და ასევე ახალმა მემარჯვენეებმა საარჩევნო ბლოკის ფორმირებაზე გადაწყვეტილება ორი კვირის წინ გამოაცხადეს.

„ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც მაისში ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ თავისი პარტია ახალი საქართველო შექმნა, „მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი, მძლავრი, პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს“.

„დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანაში არის აუცილებელი პროდასავლური ძალების გაერთიანება“, – განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯვნის შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი დააფუძნა, „დღეს არის ის რეალობა, როდესაც პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა ეძებონ განსხვავებები ერთმანეთს შორის, არამედ უნდა ეძებონ სად არის გადაკვეთის წერტილები“.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ის „გავლენიან, წონად ფიგურას“ – პაატა ბურჭულაძეს მოიაზრებს, როგორც ამ პოტენციური „ძლიერი გაერთიანების ძირითად ხელხერმალს“.

NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ბლოკ „ახალ არჩევანში“ გაერთიანებულ პარტიებს პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იანი მხარდაჭერა არ გააჩნდათ. იმავე კვლევის თანახმად, ბურჭულაძის პარტიას სავარაუდო ამომრჩეველთა 4%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. პოტენციურ ამომრჩეველთა მესამედზე მეტს კი არ ჰქონდა გადაწყვეტილი რომელ პარტია მიცემდნენ ხმას და 13% პასუხის გაცემაზე ამბობდა უარს, ივნისის კვლევის მიხედვით.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button