skip to content
ახალი ამბები

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ საქართველო „რეგიონში დემოკრატიული პროგრესის მოწინავე მაგალითია“.

„26 მაისს აღვნიშნავთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საუკუნის მეოთხედს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 24 მაისს გავრცელდა. 

„ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც რეგიონში დემოკრატიული პროგრესის მოწინავე მაგალითს – ეს მიღწევა მეტად აღსანიშნავია იმ დროს, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია“, – განაცხადა კერიმ. 

„შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აგრეთვე, მის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში“, – ნათქვამია მისალოც გზავნილში.

„ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პარტნიორობისა და მსხვერპლისათვის ავღანეთში, ამ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის მხარდასაჭერად“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა. 

მსგავსი/Related

Back to top button