ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება წელს’

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოდესის გუბერნატორია და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო, სანამ შარშან საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა, განაცხადა, რომ „გაუნათლებელი ოლიგარქი“ ბიძინა ივანიშვილი წელს დამარცხდება.  

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გასული ეს განცხადება მან კორცხელის ძალადობრივი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე საარჩევნო უბნის წინ სცემეს.

„ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, დამარცხდება უკვე წელს, დამარცხდება დიდი ანგარიშით“, – განაცხადა მან, სავარაუდოდ ჰქონდა რა მხედველობაში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

„მომავალს ვერანაირი წარსულის ბოროტი ძალები ვერ გააჩერებენ. დღეს მათ სცადეს ეს სამეგრელოში. ეს იყო საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს შეურაცხყოფა; ჩაყვანილი ხალხით პოლიტიკური საკითხების ძალადობრივი გზით გადაწყვეტის მცდელობა“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს, „შეიძლება კიდევ უფრო უარესსაც, თუ დროზე არ მოვიდა გონს“.

„არანაირი კომპრომისები ამ ბნელ, ბოროტ ძალასთან არ იქნება“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button