ახალი ამბები

„საქსტატი“ მოსახლეობის 2014 წლის აღწერის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს

„საქსტატმა“ 28 აპრილს 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ასევე შეიცავს მონაცემებს 3.71 მილიონიანი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის და რელიგიური კუთვნილების შესახებ.

„საქსტატმა“ წინასწარი მონაცემები ერთი წლის წინ გამოაქვეყნა, თუმცა ის მოსახლეობის მხოლოდ საერთო რაოდენობას და რეგიონების მიხედვით მათ გადანაწილებას მოიცავდა. მოსახლეობის აღწერა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით.

მოსახლეობის 86.8%–ს – 3.22 მილიონი ადამიანი – ქართველები შეადგენენ; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანელები – 233 000 ადამიანი (6.3%); სომხები – 168 100 (4.5%); რუსები – 26 500 (0.7%); ოსები – 14 400 (0.4%). საქსტატის მონაცემებში, სადაც ეთნიკური კუთვნილების შესახებ არის ინფორმაცია, 12 200 ადამიანი ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.3% მოხსენიებულია როგორც იეზიდი; უკრაინელები – 6 000 (0.2%); ქისტები – 5 700 (0.2%); ბერძნები – 5 500 (0.1%).

მოსახლეობის 83.4%–ს – 3 მილიონ ადამიანზე მეტი – მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ.

მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია 398 700 ადამიანი – მოსახლეობის 10.7%;  სომხური-სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 109 000 ადამიანი (2.9%); კათოლიკეები – 19 200 (0.5%). კატეგორიაში „არცერთი“ – 19 100 ადამიანი შევიდა, ხოლო 43 900 პირმა ან უარი თქვა პასუხზე ან არ მიუთითა.

2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, როდესაც აღწერა ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენდა, რაც 15%–ით ნაკლებია 2002 წელთან შედარებით, როდესაც წინა აღწერა ჩატარდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 371 535-ს შეადგენდა.

2 122 623 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 57.2%–ს შეადგენს (2002 წელს ეს მაჩვენებელი 52.3% იყო), საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა, ხოლო დანარჩენი 42.8% (1 591 181 ადამიანი) სასოფლო დასახლებებში (47.7% – 2002 წელს).

აღწერის შედეგებით, თბილისში 1 108 717 ადამიანი ცხოვრობს.

მოსახლეობის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: 533 906 ადამიანი იმერეთის რეგიონში ცხოვრობს; შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი 423 986 მაცხოვრებლით; აჭარა – 333 953; სამეგრელო–ზემო სვანეთი – 330 761; კახეთი – 318 583; შიდა ქართლი – 263 382; სამცხე–ჯავახეთი – 160 504; გურია – 113 350; მცხეთა–მთიანეთი – 94 573; რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32 089.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button