skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს 22 მარტს იწყებს.

საქართველოს მთავრობის მეთაური პირველ შეხვედრას პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს; ის ასევე შეხვდება ბელარუს კოლეგას ანდრეი კობიაკოვს; პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების სპიკერებს და მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში.

ეს ვიზიტი თითქმის ერთი წლის თავზე ხორციელდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს 2015 წლის აპრილში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო დელეგაციაში იქნებიან ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

იმავდროულად, მინსკს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სტუმრობს, რომელიც თავის ბელარუს კოლეგას  იგორ შუნევიჩს შეხვდა და საქართველოს შსს-ის ცნობით, „ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის" საკითხები განიხილა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button