
ახალი ამბები
ლარი მცირედით გამყარდა
გასული ორი დღის განმავლობაში აშშ დოლარის მიმართ 3.5%-ით გაუფასურების შემდეგ, ლარი ოთხშაბათს 1.6%-ით გამყარდა.
ეროვნულმა ბანკმა 26 აგვისტოს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.3771-ზე დაადგინა, წინა დღეს არსებული 2.4161-ის ნაცვლად, რაც ერთი კვირის წინ არსებულ კურსთან შედარებით 1.3%-იანი გაუფასურება, ხოლო გასულ აგვისტოსთან შედარებით 36.5%-იანი გაუფასურებაა. ამ წლის დასაწყისიდან ლარმა თავისი ღირებულების 26.3% დაკარგა აშშ დოლარის მიმართ.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარი 2.37-2.38 ლარად იყიდებოდა ოთხშაბათს დღის განმავლობაში, გუშინ არსებული 2.43-2.44-ის ნაცვლად.