ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

არჩილ თალაკვაძე, რომელსაც 2012 წლის ბოლოდან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ დაინიშნა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს,  გიორგი ზედელაშვილი, რომელიც შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გახდება. ვახტანგ გომელაური, რომელიც შს მინისტრის მოადგილე იყო, მინისტრის ახალი პირველი მოადგილე იქნება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

ანზორ ჩუბინიძე მღებრიშვილს შეცვლის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე. ჩუბინიძე, რომელიც ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, უკვე მსახურობდა ამ თანამდებობაზე ივანიშვილის პრემიერ–მინისტრობის დროს.

ეს ერთ–ერთი ბოლო საკადრო ცვლილებებია, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი და საშუალო რანგის წარმომადგენლებს, ასევე ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელ მდივანს შეეხო.    

მსგავსი/Related

Back to top button