skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება ვიზიტით, რომელიც 1 მარტამდე გაგრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ხუთშაბათს, რომ ვიზიტი აშშ–ის ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოწვევით ხორციელდება, რომელიც მან ქართულ მხარეს მაშინ გადასცა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი თბილისს სტუმრობდა დეკემბერში.

„მას შემდეგ მიმდინარეობს ამ ვიზიტის მომზადება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „შეხვედრები შედგება სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში და ასევე და, რაც მთავარია, თეთრ სახლში“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად აშშ–ში გაემგზავრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომ ვიზიტს  „უაღრესად დიდი მნიშვნელობა“ აქვს და ის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ „განმტკიცებას“ დაეხმარება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button