skip to content
ახალი ამბები

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

17 იანვარს გარდაბანში 220 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ი იქნება. ეს პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, „ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს“.

პროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთობლივად ახორციელებენ, 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია – Çalik Enerji ახორციელებს. ეს კომპანია თურქული Çalık Holding–ის შემადგენლობაში შედის.

თავდაპირველად, კონტრაქტს თბოელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე Çalik Enerji–მ და საქართველოს მთავრობამ 2012 წლის აგვისტოში მოაწერეს ხელი, რის საფუძველზეც კომპანიას მისი მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლოატაციაში შეყვანა უნდა უზრუნველეყო. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა და მისი დასრულება 2014 წლის სექტემბრისთვის იგეგმებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button