skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც დეკემბერში 0.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ასევე წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2012 წელს 6.1% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ 6.7% შეადგინა; მეორე კვარტალში – 8.2%, მესამე კვარტლიდან ზრდამ შენელება დაიწყო დაფიქსირდა რა 7.5%,  ხოლო მეოთხე კვარტალში 2.5%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button