Placeholder canvas
ახალი ამბები

მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი დააკავეს

ცეზარ ჩოჩელი, რომელიც 2008 წლის დასაწყისიდან 2012 წლის ნოემბრამდე მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი იყო, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 24 იანვარს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში, „უკანონოდ მონაწილეობდა“ შპს „ნიუ ენერჯი“– ს საქმიანობაში და მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. 

ჩოჩელი უარყოფს ბრალდებებს, განუცხადა მისმა ადვოკარმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს 23 იანვარს. მან ასევე განაცხადა, რომ ჩოჩელისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button