ახალი ამბები

ფანჯიკიძის თქმით, ზურაბ აბაშიძე რუსეთის წარმომადგენელს ევროპაში შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 10 დეკემბერს, რომ პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატებს „ძალიან მალე“ ევროპის ერთ–ერთ ქალაქში შეხვედება, რომელიც მან არ დააკონკრეტა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 9 დეკემბერს, რომ „უახლოეს მომავალში“ ზურაბ აბაშიძესთან „კონტაქტები“ იგეგმება იმ კონტექსტის გასარკვევად, რომელშიც თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობას.

„დაგიდასტურებთ, რომ შედგა კონტაქტი. ბატონი ზურაბ აბაშიძე ძალიან მალე, მომავალ კვირას, ამ კვირის განმავლობაში ალბათ ევროპაში, თუმცა ადგილს ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ, შეხვდება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენელს“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.

„ეს პირველ რიგში იქნება უფრო ტექნიკური ხასიათის  შეხვედრა, რომელზედაც იქნება პოზიციების შეჯერება და შეიძლება რაიმე კონკრეტულ დადებით შედეგს არ ველით ამ შეხვედრისგან, ყოველ შემთხვევაში ფაქტი, რომ  პირველი შეხვედრა შედგება, უკვე არის დადებითი“, – განაცხადა მან.

„ბატონ ზურაბთან იყო კონტაქტი პირდაპირ და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ ეს კონტაქტი შედგა“, – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button