ახალი ამბები

კლინტონი ტელეფონით სააკაშვილს და ფანჯიკიძეს ესაუბრა

3 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, რომ დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის საკითხი დააყენოს.

ასევე 3 ნოემბერს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა, როგორც ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ავღანეთში ნატოს ოპერაციებში საქართველოს წვლილზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილსა და კლინტონს შორის საუბრის მთავარი თემა „ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია“.

„მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მდივანს მოუწოდა, რომ გამოიყენონ შანსი, რომელიც გაჩნდა ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებისა და ხელისუფლების გადაბარების ფონზე და მინისტერიალმა იმსჯელოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button