skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა: „ქართული ოცნების“ მოთხოვნები ‘არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევას’ ისახავს მიზნად

არჩევნების შედეგების აღიარებისთვის ექვსი „უსაფუძვლო“ და „ირაციონალური“ წინაპირობის წამოყენებით, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ მიზნად უფრო არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევას ისახავს, ვიდრე 1 ოქტომბრის არჩევნებში ბრძოლას, განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ პარასკევს.

„[ივანიშვილის მოთხოვნათა] უმეტესობის შესრულება მოითხოვს სახელმწიფო უწყებებისგან კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ მოქმედი კანონების შეჩერებას“, – განაცხადა მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 31 აგვისტოს.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ უსაფუძვლო მოთხოვნების დაყენება გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევა“, – აღნიშნა მან. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას თავი შეიკავოს სიძულვილის ენის და ძალადობისაგან; და აღიარონ არჩევნების შედეგები, რომელიც დადასტურებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საერთაშორისო მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნა მან.       

მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მმართველმა პარტიამ გამოხატეს მზადყოფნა, რომ "ეს არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button