„ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო
ექვსი პარტიისგან შემდგარ საარჩევნო ბლოკში „ქართული ოცნება“ გაერთიანებული ოთხი პოლიტიკური პარტიის საბანკო ანგარიშებს ხელისუფლებამ ინკასო დაადო იმ ჯარიმის ამოღების მიზნით, რომელიც ოპოზიციურ კოალიციას ივნისის ბოლოს დაეკისრა.
ხელისუფლებამ კოალიციაში შემავალი ექვსივე პარტია და ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა 2.38 მილიონი ლარით დააჯარიმა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიისგან სავარაუდოდ უკანონო არაფულადი შემოწირულობების მიღების გამო, რაც კოალიციის რეგიონალური ოფისების გარემონტებაში გამოიხატებოდა.
ბოლო დღეებში 100 000 ლარზე მეტი ჩამოიჭრა „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშებს ყადაღა დაედო, განაცხადა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“ წევრმა ნოდარ ხადურმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)