skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ 17–პუნქტიან ქცევის წესებს უერთდება

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ განაცხადა 6 აგვისტოს, რომ ის უერთდება კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ ივლისში შემოთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტს.

„კოალიცია „ქართული ოცნება’" კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის  ერთგულებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების დაუშვებლობისადმი“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. „ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია უპირობოდ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტსაც და აიღო მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება“.

მმართველი პარტია ასევე შეურთდა 17–პუნქტიან დეკლარაციას, თუმცა გამოვიდა წინადადებით, რომ ეს პრინციპები ნაციონალური მოძრაობის მიერ 14 ივლისს შემოთავაზებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას შეუერთდეს. მმართველი პარტიის დეკლარაცია შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც ხელმომწერმა პარტიებმა უნდა აიღონ ვალდებულება „ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“.

სწორედ დეკლარაციის ეს პუნქტი გახდა დავის მთავარი წყარო, რომლის მიღებაზეც „ქართული ოცნება“ თავს იკავებს.  ოპოზიციური კოალიციის განცხადება ამ კუთხით განსხვავებულ ფორმულირებას შეიცავს, რომელიც სთავაზობს პარტიებს, რომ „არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყვეტა“ მოხდეს. შედეგად, მართალია „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ დათანმხდნენ „ეს შენ გეხებას“ მიერ შემოთავაზებულ 17–პუნქტიან დეკლარაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.

6 აგვისტოს განცხადებაში „ქართული ოცნება“ ბეშუმში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და მმართველი პარტია 17–პუნქტიან დეკლარაციაში ასახული პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button