skip to content
ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე რაიონი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ხუთშაბათს ღამით რამდენიმე რაიონი დააზარალა, სადაც შენობები და საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა.

თელაში გუშინ ღამით ძლიერმა ქარმა შენობების სახურავები დააზიანა, ხოლო ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები გაანადაგურა. სოფლებში მოსახლეობას შინაური ცხოველები დაეხოცა.

კახეთის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ კახეთის რეგიონის თითქმის ყველა რაიონს მიაყენა სერიოზული ზიანი, თუმცა ყველაზე მეტად თელავი დაზარალდა.

მან განაცხადა, რომ ყველა ტიპის კომუნიკაცია მწყობრიდანაა გამოსული, გზები და წყალსაქაჩი სადგურები კი დაზიანებულია. ღვინიაშვილის თქმით, სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთებიც გაანადგურა.

ძლიერმა სეტყვამ ასევე გაანადგურა საკარმიდამო ნაკვეთები სამცხე–ჯავახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში. უამინდობამ ელექტროენერგიის გათიშვა  გამოიწვია მცხეთა–მთიანეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში. გუშინ ღამით ძლიერი წვიმა იყო ასევე თბილისშიც.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button