skip to content
ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი 16 ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

„მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი კავშირების გაფართოების საკითხებზე“, – იტყობინება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ალიევმა მერაბიშვილს, რომელიც პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბაქოს ეწვია, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრა კარგ შესაძლებლობას ქმნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button