
ახალი ამბები
პარლამენტმა სამი ახალი ელჩი დაამტკიცა
პარლამენტმა 6 დეკემბერს ისრაელში, არგენტინასა და ავსტრალიაში ახალი ელჩები დაამტკიცა.
ისრაელში ელჩად აბესალომ კეკელია, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაინიშნა. მან ახალ თანამდებობაზე ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი შეცვალა.
არგენტინაში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კარიერული დიპლომატი ალექსანდრე ლაცაბიძე გახდა, რომელიც ერთი პერიოდი აშშ–ში საქართველოს საელჩოში კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა.
ავსტრალიაში საქართველოს პირველ ელჩად პარლამენტმა ვლადიმერ კონსტანტინიდის დანიშვნას დაუჭირა მხარი. კონსტანტინიდი 2008 წლის დეკემბრიდან დღემდე საქართველოს ელჩი იყო კვიპროსში.