ახალი ამბები

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმის პორტში შევიდა


“ტიკონდეროგა” კლასის სამხედრო გემი “ფილიპინ სი” 2011 წლის ივლისში ეგვიპტის სანაპიროს ტოვებს. ფოტო: “ფილიპინ სი”–ს გვერდი Facebook-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის გემი “ფილიპინ სი” 17 ოქტომბერს ბათუმის პორტში შევიდა.

აშშ–ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს „რეგულარული“ ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც გემის ეკიპაჟი „საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან ერთად წვრთნებს გამართავს“.

„აღნიშნული ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და საზღვაო პარტნიორობის გამტკიცებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button