ახალი ამბები

ვაშაძე ფილიპ ლეფორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 6 სექტემბერს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს შეხვდა, რომელიც თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

2004–2007 წლებში საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ფილიპ ლეფორი ახალ კომპინირებულ თანამდებობაზე აგვისტოს ბოლოს დაინიშნა, შეცვალა რა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლად პიტერ სემნები, რომლის მანდატიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა; ხოლო საქართველოში კრიზისების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში – პიერ მორელი, რომლის მანდატსაც ვადა 31 აგვისტოს გაუვიდა.

მსგავსი/Related

Back to top button