
რაჭაში საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რაჭაში დღეს 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის მცირე ბიძგებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ადგილობრივი დროით 15:57 საათზე მოხდა, ამბროლაურიდან 13 კილომეტრით დასავლეთით მდებარე სოფელ ჭრებალოში იყო.
ევროპა–ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5.0 შეადგინა, ხოლო აშშ–ის მიწისძვრის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით მაგნიტუდა 5.1 იყო.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ რაჭა–ლეჩხუმში ალექსადრე ქვათაძემ განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ტელეფონით, რომ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყოლია. შესაძლო ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ უცნობია.
This post is also available in: English Русский