ახალი ამბები

გილაური: პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 24 მაისს, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

"საქსტატს" დეტალური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გასული წლის მეოთხე კვარტალში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2010 წლის მშპ–ს ზრდა 6.4%–ი იყო.   

This post is also available in: English Русский

Back to top button