skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შვედეთში ვიტიზის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 16 მაისს თავის შვედ კოლეგას კარლ ბილდტს შეხვდა.

ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა "სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ტერორისტული აქტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია გეგმავდა და ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების ის დარღვევები, რომელიც ყოველდღიური პრაქტიკა გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ რეგიონში არსებული ვითარება და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

"შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავია,“ – დაწერა კარლ ბილდტმა თავის ბლოგზე 16 მაისს, ხოლო Twitter–ზე გამოქვეყნებულ გზავნილში მან აღნიშნა: "ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ მათ [საქართველოს] მიმდინარე ევროპულ რეფორმებს – და ტერიტორიულ მთლიანობას“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button