skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე სომხეთს სტუმრობდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 26 აპრილს, ერევანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა.

ეს ვიზიტი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სომხეთში სტუმრობიდან ერთი კვირის თავზე შედგა. პრეზიდენტი სააკაშვილი ერევანში იანვარში იმყოფებოდა, რასაც თებერვალში ასევე მოჰყვა პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის სომხეთში ვიზიტი.

“მაღალი რანგის ვიზიტების სიხშირე მიუთითებს არა მხოლოდ თანამშრომლობის სიმყარეზე სომხეთსა და საქართველოს შორის, არამედ ასევე ამ ურთიერთობების მოგობრულ ხასიათზე,“– განაცხადა ნალბანდიანმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, სომხური საინფორმაციო სააგენტოების თანახმად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button